,,ამჟამად ჩუტყვავილას აფეთქება გვაქვს”- მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

,,ამჟამად ჩუტყვავილას აფეთქება გვაქვს”- ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ჩუტყვავილას აფეთქებები ახასიათებს და ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია.

,,ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში სტანდარტული ვაქცინაციის კალენდრის ნაწილია. ჩუტყვავილას ახასიათებს აფეთქებები, ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია. ხშირია აფეთქებები, ამჟამადაც ეს სიტუაცია გვაქვს. ფაქტობრივად, ვაქცინირებულები არ გვყავს და ამიტომ მარტივად ინფიცირდებიან. თუ ოჯახის ერთ წევრს დაემართა და დანარჩენებს გადატანილი არ აქვთ, პრაქტიკულად, დაინფიცირების შანსი თითქმის 100%-მდეა. კარგია, თუ ადამიანებს ეცოდინებათ, აქვთ თუ არა ანტისხეულები ჩუტყვავილაზე.  ჩუტყვავილათი განმეორებითი ინფიცირება არ ხდება. ჩუტყვავილას ვირუსი ორგანიზმში სამუდამოდ რჩება, მას ჩვენი იმუნიტეტი აკონტროლებს. ხშირად, შესაძლოა გააქტიურდეს სხვა დაავადების ე.წ. ჰერპეს ზოსტერის სახით, რაც ძალიან მძიმე დაავადებაა. გამონაყარი ჩუტყვავილას მსგავსი აქვს და აუტანელი ტკივილი ახასიათებს, რაც თვეები და ზოგჯერ წლებიც კი გრძელდება“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

“ამჟამად ჩუტყვავილას აფეთქება გვაქვს” – მაია ბუწაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები