,,მოზრდილებში საკმაოდ გახშირებულია ჩუტყვავილას შემთხვევები”- მაია ბუწაშვილი ”მედიაცენტრ მთავარში”

ინფექციონისმა მაია ბუწაშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე სეზონურ ინფექციებსა და ვირუსებზე ისაუბრა. როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, ამჟამად ყველაზე საყურადღებო ჩუტყვავილა და ქუნთრუშაა.

,,ამჟამად, სასუნთქი გზების ინფექციები შედარებით ნაკლებია, რადგან გრიპის სეზონი დასრულებულია. კოვიდის შემთხვევები კვლავ გვაქვს. ამჟამად, ყველაზე საყურადღებოა  ჩუტყვავილა და ქუნთრუშა. მოგეხსენებათ, ჩუტყვავილა ადამიანებს ბავშვთა ასაკში გადააქვთ, მაგრამ მათ ვისაც არ აქვთ გადატანილი, მოზრდილობაში საკმაოდ მძიმე ფორმით ემართებათ და ხშირად გართულებებით მიმდინარეობს. კერძოდ, შესაძლოა გართულდეს ფილტვის ანთებით, ნევროლოგიური გართულებები და ე.წ. მეორეული ინფექცია, როდესაც დაზიანებულ კანს ბაქტერიული ინფექცია დაერთვება. ხშირად მიდინარეობს ძალინა მაღალი ცხელებით  და ზოგადი მდგომარეობა ძალიან სერიოზული არის ხშირად, ჰოსპიტალიზაციაც სჭირდებათ,”- განაცხადა მაია ბუწაშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე თქმით, ჩუტყვავილას შემთხვევები საკმაოდ გახშირებული მოზრდილებში.

,,საკმაოდ გახშირებულია ჩუტყვავილას შემთხვევები მოზრდილებში. არაერთი შემთხვევა იყო ორსულებში. მოზრდილებს უმეტესად ანტივირუსული მკურნალობის დანიშვნა სჭირდებათ, რომ არ მოხდეს გართულება. ამიტომ, თუ მოზრდილ ასაკში განვითარდა ჩუტყვავილა ან გაურკვეველი გამონაყარია, აუცილებლად უნდა ჩატარდეს შესაბამისი კვლევა. ჩუტყვავილაზე ტარდება კანის ნაცხის პისიარ კვლევა ტარდება. შესაძლებელია სისხლის გამოკვლევაც,”- განაცხადა მაია ბუწაშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში”.

“ამჟამად ჩუტყვავილას აფეთქება გვაქვს” – მაია ბუწაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები