ხერსონის ოლქის დასახლებები დაიტბორა

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ხერსონის ოლქის დასახლებები დაიტბორა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, თითქმის 16000 ადამიანი აღმოჩნდა კრიტიკულ ზონაში დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე.

„წყალი მიედინება ოსტროვის რაიონში ხერსონის ტერიტორიაზე. ხერსონის რაიონში თითქმის 16000 ადამიანი აღმოჩნდა კრიტიკულ წყალდიდობის ზონაში დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე დილის აფეთქების გამო. კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე”,- განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა.

ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მსგავსი თემები