არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებენ

50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენისა წესსა და შერჩევის კრიტერიუმებს  შეიმუშავებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად 30 აგვისტომდე უფლებადამცველებს, უფლებადამცველ ჯგუფებსა და უფლებადაცვით ორგანიზაციებს სთავაზობენ, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში ჩაერთონ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, აღნიშნული შეთავაზების მიზანია, შეირჩეს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველი.

„სამოქალაქო სექტორის ეს შეთავაზება, რა თქმა უნდა, მიმართული არის იქეთკენ, რომ ჩვენ შევძლოთ რეალურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა. ჩვენ ერთხელ ეს პროცესი უკვე გავიარეთ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას ვთავაზობთ იმავე გზას, იმავე პროცესს, რომელმაც ჩვენ ხუთი წლის წინ მიგვიყვანა კარგ შედეგამდე. შესაბამისად, ჩვენი ეს შეთავაზება არ არის რაღაცა ახალი გამოგონება, ეს არის ძველი გამოცდილი გზა, რომელსაც ჩვენ პარტიებს კვლავაც ვთავაზობთ. აქედან გამომდინარე, ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ მოხდეს სახალხო დამცველის შერჩევა არა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან გარიგებით, არამედ შეთანხმებით იყოს შესაძლებელი რეალურად დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეს შეთავაზებაც არის მიმართული სწორედაც იქითკენ, რომ შევძლოთ სახალხო დამცველის შერჩევა“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

მსგავსი თემები