აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში საკმაოდ რთული ვითარებაა.
როგორც ჯემალ გამახარიამ ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ ყველაფერზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს უკრაინის ომი და ის სავარაუდო შედეგები, რომელიც უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს.
,,აფხაზეთში საკმაოდ რთული ვითარებაა. ზოგადად ამ ყველაფერზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს უკრაინის ომი და ის სავარუადო შედეგები, რომელიც დიდი ალბათობით რუსეთის კრახით უნდა დასრულდეს, აქეთკენ მიდის პროცესები. აფხაზური საზოგადოება ამ ყველაფერს ყურადღებით აკვირდება და აქვთ დიდი შიში, რომ ეს ყოველივე გავლენას იქონიებს აფხაზეთზე. ამასთან, ისინი აკვირდებიან სომხეთ-აზებაიჯანს შორის მოლაპარაკებას. მათ განსაკუთრებით აღშფოთებთ ის, რომ ფაშინიანი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიოტორიულ მთლიანობას, რომელიც ყარაბაღსაც მოიცავს. ამან დიდი შეშფოთება გამოიწვია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათ იციან, რომ როდესაც ომი რუსეთის მარცხით დასრულდება, დადგება დრო, სადაც აფხაზეთის, ცხინვალის, დნესტრისპირეთის მსგავსი კვაზი სახელმწიფოების ადგილი ახალ მსოფლიოში აღარ იქნება. ეს ყველაფერი კარგად იციან და ხვდებიან, სწორედ ამით აიხსნება შეშფოთება, რომელსაც აფხაზეთში აქვს ადგილი,”- განაცხადა ჯემალ გამახარიამ ”მედიაცენტრ მთავარში”.
“ის, რომ რუსეთი აფხაზეთს ან რამეს დაგვითმობს, ილუზაა” – ჯემალ გამახარია “მედიაცენტრ მთავარში”