,,ძმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა” – მკვლელობა აჭარაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული რ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ძმა – 1993 წელს დაბადებული რ.ლ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო,”- ნათქვამის შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიებასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109- ე მუხლით
მიმდინარეობს.

მსგავსი თემები