ყველაზე მეტად, 9.7%-ით ხორცი და ხორცპროდუქტები გაძვირდა, ზეთი და ცხიმი 17%-ით გაიაფდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში წლიურმა ინფლაციამ 1.5 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.

ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები -17%-ით შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე, ხოლო ხილი და ყურძენი -12%-ით  გაიაფდა.

ყველაზე მეტად, 9.7%-ით ხორცი და ხორცპროდუქტები გაძვირდა. 9.3%-ით მოიმატა ფასებმა რძეზე, ყველსა და კვერცხზე. 7.1%-ით გაძვირდა მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები. 6.0%-ით მოიმატა ფასებმა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. 4.6%-ით გაძვირდა ყავა, ჩაი და კაკაო. ფასების 2.2%-ით ზრდა დაფიქსირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე. 1.8%-ით გაძვირდა პური და პურპროდუქტები.

 

 

მსგავსი თემები