,,დაბლოკილია სერბეთის საერთაშორისო საქმიანობა რუსეთის მიმართულებით”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სამი ქვეყნის მხრიდან, მისი თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას ეხმიანება. მისი თქმით, სერბეთს მეზობელმა ქვეყნებმა სუვერენული პოლიტიკის გატარების უფლება ჩამოართვეს.

,,რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი რამ მოხდა და მე მესმის თქვენი ინტერესი ჩვენი შეფასებით ამ აღმაშფოთებელი ქმედებების მიმართ. სუვერენულ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლება ჩამოერთვა. დაბლოკილია სერბეთის საერთაშორისო საქმიანობა რუსეთის მიმართულებით. თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასავლეთში აღიქმება, როგორც თითქმის გლობალური მასშტაბის საფრთხე, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთში საქმე საკმაოდ ცუდადაა“,- განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები