“პედაგოგი, შსს-ს წარმოამდგენელი, კრიმინალი და ავტორიტეტი ერთად სხედან და ფიქრობენ როგორ განახორციელონ ამომრჩევლებზე ზეწოლა” – ენმ მმართველი პარტიის ბრალდებას პასუხობს

  •  

“არჩევნების დღეს “ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს” – ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ, “ქართულ ოცნებაში” გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა.

ოცნებაში ამბობენ, რომ მათი ინფორმაცით “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის უფროსების მიერ გაიცემა საარჩევნო უბნების ჩაშლის დავალებები.

ბათუმის მერობის კანდიდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი კირთაძე მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს ჭორაობას შეეშვას მტკიცებულებებით ისაუბროს. 

“როგორც ჩანს ყველაზე მეტად მამუკა მდინარაძის გაბრაზება გამოიწვია ამ ოქმებმა. სადაც პედაგოგი, შსს-ს წარმოამდგენელი, კრიმინალი და ავტორიტეტი ერთად სხედან და ფიქრობენ როგორ განახორციელონ ამომრჩევლებზე ზეწოლა. მათი შიდა კარდაკარის ოქმები გავასაჯაროვეთ, ამიტომ მდინარაძეს მოვუწოდებ შეეშვას ჭორაობას და ჩვენსავით საბუთებით ისაუბროს,”- აცხადებს კირთაძე. 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია დესტრუქციას არ გეგმავს და უარყოფს მამუკა მდინარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. 

ნიკა ობოლაძის თქმით, “ქართული ოცნება” ვერცერთ შემთხვევაში ვერ აიღებს 43%-ს. 

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ უკანონო ძალადობას და ნებისმიერ ქმედებას, რომელიც სამართლებლივ ნორმას არ შეესაბამება სწორედ სამართლით დაუპირისპირდებიან.

“კარგად ჩანს ოპოზიცია რა ინსტრუმენტებითაც აპირებს ბრძოლას. სიცრუეს დავუპირისპირდებით სიმართლის, უკანონო ძალადობას დავუპირისპირდებით სამართლით,”-აცხადებს სარჯველაძე. 

შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძემ მოსალოდნელ პროვოკაციებზე დღეს ისაუბრა. “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა გეგმავს, საარჩევნო კომისიის წევრების, წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ დაპირისპირებას პროვოცირების მიზნით.

მსგავსი თემები