ამერიკაში, ქართველი ქალი პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ქალი, მარინა გაბუნია-ვერესტი პიტბულის ჯიშის ძაღლმა დაგლიჯა. მედიის ინფორმაციით, ძაღლი გარდაცვლილის შვილს ეკუთვნოდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიღუპა.

პოლიციის ცნობით, 70 წლის ქალის ცხედარი სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა ქმარმა ეზოში აღმოაჩინა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ძაღლს ესროლეს, რადგან პოლიციელზე  თავდასხმას ცდილობდა.

 

მსგავსი თემები