ავტოსაგზაო შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 წლის გოგო დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა მამასთან და ძმასთან ერთად ქუჩაზე გადადიოდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები