შაბათს რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% – „ნაციონალურ მოძრაობას“ – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, მომავალ შაბათს რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” მოსცემდა ხმას, 14% კი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები მომდევნო შაბათს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“- 14%, პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“ ხმას მისცემდა – 3% „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 3%, „ლეიბორისტული პარტია“, შალვა ნათელაშვილი, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ხალხისთვის- ანა დოლიძე“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ხმას მიცემდა 2-2% პროცენტი. „კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო“, „დროა“, ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“-  1%.

გამოკითხულთა 5% აცხადებს, რომ მონაწილეობას არ მიიღებდა, კითხვაზე პასუხი არ იცის 20%-მა, პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 7%-მა.

კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი – 74%.

მსგავსი თემები