,,დიდი ბრიტანეთი იყო, არის და იქნება რუსეთის მარადიული მტერი”- დიმიტრი მედვედევი

,,დიდი ბრიტანეთი იყო, არის და იქნება რუსეთის მარადიული მტერი,” – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ბრიტანეთის მიერ, ვლადიმერ კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებული პირებისადმი დაწესებულ სანქციებს.

ბრიტანეთის გადაწყვეტილება არ აინტერესებთ.

,,ბრიტანეთი იყო, არის და იქნება ჩვენი მარადიული მტერი. ყოველ შემთხვევაში, სანამ მათი თავხედი და ამაზრზენად ნესტიანი კუნძული არ გადავა ზღვის უფსკრულში უახლესი რუსული იარაღის სისტემის მიერ შექმნილი ტალღიდან,”- წერს მედვედევი.

დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებულ 5 პირს სანქციები დაუწესა

მსგავსი თემები