25 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ბრიუსელში შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 25 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში შეხვდება.

ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სტოლტენბერგი პრემიერს ნატო-ს სათავო ოფისში მიიღებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია.

მსგავსი თემები