,,მოდით, გავშალოთ ფრონტი, ვთქვათ – არა კლანს სასამართლოში, დავდგეთ ყველა ერთად”- გიორგი ვაშაძე

,,მოდით, გავშალოთ ფრონტი, ვთქვათ – არა კლანს სასამართლოში, დავდგეთ ყველა ერთად, რათა უკან დავახევინოთ „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საჭირო აქციები, რადგან ოპოზიციის ერთიანობამ გააშიშვლა „ქართული ოცნება“.

„ქართული ოცნება“ გაშიშვლებულია. აღიარებითი ჩვენება სამგზის მისცეს, რომ ისინი არიან კლანი, მათი დავალებით მოქმედებდნენ სასამართლო სისტემაში, რომ სწორედ ისინი სჩადიან დანაშაულს და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოსამართლეებს გადაწყვეტილებებს აღებინებენ. მეორე, მთავარი პრობლემა, ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ, გვაქვს დრო და მოდით, გავშალოთ ფრონტი. ვისაუბროთ ღიად ამ საკითხებზე და ვთქვათ – არა კლანს სასამართლოში, არა რუსულ რეჟიმს და დავდგეთ ყველა ერთად, რათა უკან დავახევინოთ „ქართულ ოცნებას“, ისევე როგორც ეს მოხდა რუსულ კანონთან დაკავშირებით. საზოგადოებას მივმართავ, რადგან ვფიქრობ, ყველამ უნდა გამოხატოს საკუთარი აზრი ამასთან დაკავშირებით,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები