„ესაა არა მხოლოდ პარლამენტის საბოტაჟი, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟი“ – თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, ის, რასაც მმართველი გუნდი აკეთებს სამი დღის განმავლობაში, ეს არის არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟი.

შეშინებულმა უმრავლესობამ ინსტიტუციური ფუნქციური მნიშვნელობა ამ პარლამენტს წაართვა –

„პარლამენტი მესამე დღეა პარალიზებულია, არამცთუ კომისიის საკითხი, არამედ ყველა სხვა კანონის კენჭისყრაც ვერ ტარდება, რადგან შეშინებული უმრავლესობა უნდა გადაეფაროს სასამართლო „კლანს“, რომლის სანქცირება მოხდა აშშ-ის მიერ. ის, რომ ხელისუფლება კოორდინირებულია მოსამართლეებზე ხელის დაფარებით, ეს არის არა მხოლოდ პარლამენტის საბოტაჟი, მისი უფუნქციოდ დატოვება, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟი, რადგან ინსტიტუციური ფუნქციური მნიშვნელობა ამ პარლამენტს შეშინებულმა უმრავლესობამ წაართვა, რომელიც მესამე დღეა საპარლამენტო პროცესებს გაურბის და რეგისტრაციაში არ იღებს მონაწილეობას”, – განაცხადა ბოკუჩავამ სხდომათა დარბაზში.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, კენჭისყრამდე დღესაც ვერ მივიდა.

მსგავსი თემები