პრემიერ-მინისტრი ვალების ჩამოწერით ამომრჩევლის მოსყიდვას გამორიცხავს

პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვალების განულების პროგრამას, ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს არ უკავშირდება და ამ საკითხზე მუშაობა, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდიდან დაიწყო.

მამუკა ბახტაძე, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობას კატეგორიულად გამორიცხავს.

“რაც დაიდგა კვირას, ჩვენი ოპონენტების მხრიდან, არის ღიმილის მომგვრელი. მათ სურდათ გარკვეული ნაბიჯები გადაედგათ, რომ ეს ინიციატივა გაფორმებულიყო მათ იდეად. შესაბამისად ამ მოსაზრებას არანაირი რეალური არგუმენტაცია არ აქვს“- აცხადებს მამუკა ბახტაძე.

მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი “ქართუ” გამოისყიდის. სესხის განულება არ შეეხება მათ, ვისი კრედიტიც 2000 ლარს ზევით არის. არც მათ, ვინც ერთ წლის განმავლობაში თუნდაც ერთხელ და თუნდაც მინიმალური გადასახადი გადაიხადა ამ სესხზე და არც მათ, ვისაც ჩადებული აქვს სესხის სალომბარდე ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

მსგავსი თემები