„სასამართლო გასცემს განჩინებას, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაცული იყოს“ – მოსამართლე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს დაავალა, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაცული იყოს და საფრთხე არ დაემუქროს.

“ვინაიდან ბრალდებული საუბრობს სასამართლოს წინაშე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და უჩივის არასათანადო სამედიცინო მომსახურების მიღებას, აქედან გამომდინარე, სასამართლო გასცემს განჩინებას და ავალებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, რათა თავის კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ყველა აუცილებელი და განსაკუთრებელი ზომა იმისთვის, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული, მას არ დაემუქროს საფრთხე, არასათანადო და არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღება”,- განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

ეს განცხადება მოსამართლემ მას შემდეგ გააკეთა, რაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შესაბამის მკურნალობას ვერ იღებს და მოითხოვა პირადი ექიმისა და ცენტრ „ემპათიის“ექიმთა კონსილიუმის დაშვება.

მსგავსი თემები