რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც ომის დროს უკრაინას მიაყენა – აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანის, ჯანეტ იელენის განცხადებით, რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც მან ომის დროს უკრაინას მიაყენა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მექანიზმზე, რომელიც რუსეთს აიძულებს, უკრაინას აუნზღაუროს ომის შედეგად მიყენებული ზიანი.

„ვფიქრობ, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ელოდება, რომ რუსეთს დაეკისრება. ეს არის ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა იელენმა.

 

 

 

მსგავსი თემები