ლატვიამ ათ რუს ჩინოვნიკს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით,  10 რუს ჩინოვნიკს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ, ლატვიაში შესვლა ეკრძალებათ.

,,ვგმობ რუსეთის სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ უსამართლო და მკაცრ განაჩენს ცნობილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას წინააღმდეგ.  გადავწყვიტე ავეყანაში შესვლა აეკრძალოს 10 რუს პირს, რომლებიც მონაწილეობენ ამ საქმეში.  მოვუწოდებ ევროკავშირს, სანქციების დაწესებისკენ“, – დაწერა რინკევიჩმა ტვიტერზე.

რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მსგავსი თემები