ბრიტანეთის სტანდარტების საპარლამენტო კომისარმა რიში სუნაკის წინააღმდეგ ფინანსურ დეკლარირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო – მედია

Reuters- ის ინფორმაციით, ბრიტანეთის სტანდარტების საპარლამენტო კომისარმა, დანიელ გრინბერგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის წინააღმდეგ ფინანსურ დეკლარირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კომისარი პასუხისმგებელია თემთა პალატის ქცევის კოდექსისა და რეესტრების ფუნქციონირების მონიტორინგზე, მათ შორის სავარაუდო დარღვევის გამოძიებაზე. პარლამენტის ვებსაიტზე კომისრის გვერდზე არ არის მოწოდებული დამატებითი დეტალები შესაძლო დარღვევის შესახებ.

ქცევის კოდექსის თანახმად, ყველა დეპუტატს მოეთხოვება „მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი ფინანსური ინტერესის შესახებ, რომელიც შეიძლება გონივრულად მიიჩნიოს, რომ გავლენა მოახდინოს წევრის ქმედებებზე, გამოსვლებზე ან პარლამენტში კენჭისყრაზე, ან მისი, როგორც დეპუტატის უფლებამოსილებით განხორციელებულ ქმედებებზე“.

სუნაკის სპიკერის განცხადებით, გამოძიება დაკავშირებულია მისი მეუღლის წილთან ბავშვთა მოვლის ფირმაში.

„მოხარული ვართ, დავეხმაროთ კომისარს იმის გარკვევაში, თუ როგორ არის ეს გამჭვირვალედ გამოცხადებული, როგორც მინისტრის ინტერესი“, – თქვა სუნაკის სპიკერმა.

თუ გამოძიება აღმოაჩენს, რომ სუნაკმა დაარღვია ქცევის კოდექსი, კომისარს შეუძლია მოსთხოვოს მას აღიაროს და ბოდიში მოიხადოს დარღვევისთვის და განსაზღვროს ნაბიჯები მომავალში ნებისმიერი შეცდომის თავიდან ასაცილებლად.

მსგავსი თემები