,,ამბობდნენ, ხაბეიშვილი და წითლიძე რომ არ წასულიყვნენ მივლინებაში, დამთვარდებოდა კლანიო”- ლევან ხაბეიშვილი

,,აი, ხვალ დავამთავროთ კლანი,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის და ანი წითლიძე ხვალ პარლამენტში აუცილებმად იქნებიან.

,,ამბოდნენ, რომ ლევან ხაბეიშვილი რომ არ წასულიყო და ანი წითლიძე რომ არ წასულიყო, იმ მივლინებაში, ორი კვირის წინ რომ იყო, დამთვარდებოდა კლანი. აი, ხვალ დავამთავროთ კლანი.  არ არსებობს ინიციატივა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება მიმართული და მხარი არ დავუჭირო, ეგეთი ბუნებაში არ არსებობს. მე და ანი წითლიძე ხვალ აუცილებლად ვიქნებით პარლამენტში,” – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციამ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით 10 აპრილს მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციამ პრეზიდენტს ისევ მიმართა, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა აღარ დაენიშნა.

მსგავსი თემები