აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება – ევროკავშირი კარა-მურზას განაჩენზე

ევროკავშირი რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმიანებიან. ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით არის დაკავებული.

,,დღევანდელი სასამართლოს აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენებას აქტივისტებზე, უფლებადამცველებსა და ნებისმიერ იმ პირზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის უკანონო აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით არის დაკავებული“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მსგავსი თემები