აღდგომის ღამეს უკრაინა მასიურად დაიბომბა

უკრაინის ერთ-ერთი ოლქი – ზაპოროჟიე აღდგომის ღამეს დაბომბეს. რუსეთის მიერ განხორციელებულ შეტევაზე ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაში საუბრობენ.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს განცხადებით, შენობებთან ერთად ტაძარიც დაზიანდა.

„ოკუპანტებისთვის წმინდა არაფერი არსებობს. დაბომბვისას დაზიანდა  ადგილობრივი ეკლესია,  რომელშიც, საბედნიეროდ, წირვა-ლოცვა არ ტარდებოდა. განადგურდა მიმდებარე შენობები“ – აცხადებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მალაშკო.

 

მსგავსი თემები