რუსეთმა ხერსონში სკოლის შენობა დაბომბა – არის მსხვერპლი

ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა დღეს ხერსონის ოლქში სკოლის შენობა დაბომბეს.

,,დღეს მოწინააღმდეგის თვითმფრინავმა დაარტყა ბერისლავის რაიონის სოფელ ზმიივკას, რუსებმა მართვადი საჰაერო ბომბებით დაარტყეს ადგილობრივი სკოლის შენობას. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა”, – განაცხადა პროკუდინმა.

მისივე თქმით, დღეს მტერმა დაბომბა დარიევის თემის სოფელი მიკილსკე. დაშავებულია 52 წლის მამაკაცი.

“დილიდანვე რუსებმა დაბომბეს ხერსონის დნიპროს რაიონში მდებარე პარკი. მტრის თავდასხმის შედეგად 45 წლის მამაკაცმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო”, – განაცხადა პროკუდინმა.

მსგავსი თემები