ბესიკ თორდუას, ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებასა და თვითმკვლელობისთვის პატიმრობა შეუფარდეს

26 წლის ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს – ბესიკ თორდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

საუბარია ყაზახეთის მოქალაქეზე, ახალგაზრდა ქალზე, რომელიც საქართველოში ქართულ-ყაზახურ კომპანიაში მუშაობდა. ამავე კომპანიაში მუშაობდა მოძალადეც.  

პროკურატურის ინფორმაციით, ბესიკ თორდუამ  2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 26 წლის ქალი გააუპატიურა. ბრალდებულის ქმედების შედეგად მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მსგავსი თემები