ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მიმკედლებლების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მიმკედლებლების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

,,თქვენი მიკედლებული ცხოველისთვის ცოფის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაციის ჩასატარებლად მიმართეთ სააგენტოს.

სააგენტოს ეკიპაჟი მიკედლებულ და მიუსაფარ ცხოველებს ვაქცინაციას თავიანთი ბინადრობის არეალში უტარებს. ანტირაბიული ვაქცინაცია უფასოა!

მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური ვაქცინაცია.

ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება.

მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე – 032 2 421 424

აცერი და დაიცავი მოსახლეობისა და ცხოველების ჯანმრთელობა!,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები