რუსეთის პროკურატურას სთხოვენ, შეამოწმოს აფინანსებს თუ არა ალა პუგაჩოვა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს

რუსეთის გენერალურ პროკურატურას სთხოვენ, ალა პუგაჩოვა უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსებაზე შეამოწმონ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა გენერალურ პროკურატურას მიმართა შეამოწმოს მომღერალი ალა პუგაჩოვა, ხომ არ აფინანსებს ის, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

„გთხოვთ შეამოწმოთ ალა ბორისოვნა პუგაჩოვა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფინანსური დახმარებისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ბოროდინმა მიმართვაში აღნიშნა, რომ ისრაელში ყოფნისას პუგაჩოვა აგრძელებს უკრაინაში ”სპეცოპერაციის” კრიტიკას. ასევე, მისი თქმით, იგი მხარს უჭერს კულტუროსა და ხელოვნების მოღვაწეებს, რომლებმაც დატოვეს რუსეთი.

„ადრე, ფედერალურმა პროექტმა დაადგინა უცხოური დაფინანსება ალა პუგაჩოვას საქმიანობისა და დასავლურ დაზვერვის სამსახურებთან მის კავშირებზე“, – ნათქვამია მიმართვაში.

მსგავსი თემები