აშშ და სამხრეთ კორეა ბირთვული წვრთნების ჩატარებას განიხილავენ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლისგანცხადებით, აშშ და სამხრეთ კორეა შეერთებული შტატების ბირთვული აქტივების გამოყენებით ერთობლივი წვრთნების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავენ.

მისი თქმით, ერთობლივი დაგეგმარება და წვრთნები მიმართული იქნება აშშ-ის „გაფართოებული შეკავების“ უფრო ეფექტურად განხორციელებაზე და რომ ამ იდეის მიმართ ვაშინგტონიც „საკმაოდ დადებითადაა“ განწყობილი.

„ბირთვული იარაღი ეკუთვნის შეერთებულ შტატებს, მაგრამ დაგეგმარება, ინფორმაციის გაზიარება, სწავლება და წვრთნები სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივად უნდა აწარმოონ“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები