„შადრევნის პროექტის ცვლილებები იყო გაყალბებული“ – ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის პროკურორი

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ ვაკის პარკის შადრევნის პროექტი შეიცვალა და ამას ადასტურებს ის მტკიცებულებები, რაც საქმეში არსებობს.

„პროექტთან დაკავშირებით საინჟინრო ექსპერტიზა ჩავატარეთ. აღნიშნული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ პირველადი პროექტი იყო ხარვეზიანი, იქ არ იყო უსაფრთხოების ნორმები გათვალისწინებული. პროექტი შეიცვალა და ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომ ეს პროექტის ცვლილებები იყო გაყალბებული და “გრინსერვის პლიუსის” დირექტორმა წარადგინა გაყალბებული ცვლილებები. ამ ცვლილებების საფუძველზე ჩატარდა სამუშაოები“ – აღნიშნა პროკურორმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით,  აღნიშული ცვლილებები  პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

„მოწმემ კიდევ ერთხელ კატეგორიულობით განაცხადა, რომ ცვლილებები მათ კომპანიას არ შეუდგენია და კომპანიაში დასაქმებული არქიტექტორების ხელმოწერები არის გაყალბებული და ბეჭდებიც არის გაყალბებული. შესაბამისად, ეს პროექტებიც არის გაყალბებული”,- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები