„მეგობარმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი“ – პრეზიდენტი მოსამართლეების დასანქცირებაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ქართველი მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა პირველი განცხადება გააკეთა. განცხადებამდე კი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის ელჩს  – კელი დეგნანს შეხვდა.

„ქვეყანა არ იმსახურებს, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს. არც შიდა ძალებს შორის და არც ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობაში. მეგობარმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნუ გვიხარია, გავაანალიზოთ რა მოხდა, რატომ, რა არის გამოსასწორებელი. მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ და მიზანსაც მივაღწევთ, რაც ძალიან გაგვიხარდება“,- აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა რომ ხარების დღესასწაულის მიუხედავად, მას დღეს არ უხარია.

პრეზიდენტი მოსამართლეების საქმის გამოძიებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადახალისებას ითხოვს

მსგავსი თემები