რუსეთი მარიუპოლიდან უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუაციას არ თანხმდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მალტის პარლამენტში გამოსვლის განაცხადა, რომ რუსული მხარე არ თანხმდება  არც ერთ შეთავაზებას “აზოვსტალიდან” უკრაინელი  სამხედროების  ევაკუაციასთან  დაკავშირებით.

„მარიუპოლში არიან ქალაქის მცველები. ისინი აზოვსტალის ტერიტორიაზე წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებენ. ჩვენ ვიყენებთ ყველა დიპლომატიურ შესაძლებლობას მათ გადასარჩენად, მაგრამ რუსეთი ჯერ ჯერობით ბევრი შეთავაზებული ვარიანტიდან არც ერთს თანხმდება,“– განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით არ აქვს ის იარაღი, რომელიც ქალაქისა და კონკრეტულად ქარხნის სამხედრო გზით დებლოკადისთვის აუცილებელია.

,,ჩვენ პარტნიორებს ვთხოვეთ საჭირო იარაღი მარიუპოლის განსაბლოკად, მაგრამ ზუსტად ის იარაღი, ზუსტად იმ მოცულობით, რომელიც ამისთვისა საჭიროა, ამჟამად ხელმისაწვდომი არაა,”-აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები