,,მომავალში ჩვენს ხალხებს შორის არ იქნება საზღვრები”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთში პირველ ლედისთან ერთად ჩავიდა. ზელენსკი პოლონეთში ვიზიტის შესახებ საკუთარ “ტელეგრამის” არხში განცხადებას ავრცელებს.

,,მომავალში ჩვენს ხალხებს შორის არ იქნება საზღვრები: პოლიტიკური, ეკონომიკური და – რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ისტორიული. მაგრამ ამისთვის ჯერ კიდევ გვჭირდება გამარჯვება. ამისთვის ცოტა მეტი გვერდიგვერდ უნდა ვიაროთ”,- ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.

მსგავსი თემები