კრემლს “სამხედრო ძალის” პრობლემები აქვს, მაგრამ მობილიზაციის ახალი ტალღის ეშინია – CNN

”სიენენის” ინფორმაციით, კრემლს პრობლემები აქვს „მომზადებული სამხედრო ძალის“ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეშინია რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების.

,,(რუსეთმა) აღიარა, რომ მას სჭირდება კიდევ 400 000 ჯარისკაცი და ეს ეხება არა მხოლოდ კონფლიქტს (უკრაინაში), არამედ ახალ ფორმირებებს, რომლებიც განლაგდებიან NATO-სა და ფინეთის ახალ საზღვარზე”, – განუცხადა ”სიენენს” წყარომ.

როგორც მედიას წყარომ განუცხადა,  რუსეთს პრობლემები აქვს „მომზადებული სამხედრო ძალის“ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

,,გაუძლებს თუ არა მოსახლეობა მობილიზაციის მორიგ რაუნდს და ნამდვილად სურს თუ არა კრემლს, შეამოწმოს მოსახლეობის გამძლეობა ამის მიმართ, ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა, ის ფაქტი, რომ მათ ეს არ გააკეთეს, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი შეშფოთებული არიან ამასთან დაკავშირებით”, – განუცხადა ”სიენენს” წყარომ.

 

მსგავსი თემები