,,კანონპროექტი რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენაზე ჩავარდება” – მამუკა მდინარაძე

,,პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტი მეორე მოსმენის დროს ჩავარდება.

,,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. შესაბამისად, ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ერთ კანონპროექტზე, რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, იმის შესახებ, რომ ის არის უკვე გმოწვეული.

რაც შეეხება მეორე საკითხს, შეიძლება, ეს გაკვეული ფორმალობაც იყოს, მაგრამ იმისთვის, რომ ყოფილიყო ფორმალიზება, მიწერილია წერილი მათივე მხრიდან, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით არის მიღებული, გამოწვევის გზებს როგორც წესი, საქართველოს რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ და გიდასტურებთ, რომ ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები