ქართველი ჟურნალისტი, სპორტსმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე, სპორტის დამსახურებული მოღვაწე სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ახლობლები ავრცელებენ.
ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში „იმედი“, სპორტულ რადიოში „ჯაკო“; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი. 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან მაქაბის კლუბის პრეზიდენტი. დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად, საუკეთესო სპორტულ კომენტატორად.