,,ჩვენი ინფორმაციით, რიკოთზე არაფერი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“- ლევან ხაბეიშვილი

,,ჩვენი ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე არაფერი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“,-  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რიკოთის უღელტეხილზე  ე.წ. ტრაილერები გადაადგილდებიან.

„9 აპრილთან დაკავშირებით დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ აქტიურად ვხვდებოდით მოსახლეობას. ისიც ნახეთ, რომ რიკოთის უღელტეხილი დაკეტა „რუსულმა ოცნებამ“.  მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ იქ ე.წ. ტრაილერები გადაადგილდებიან და სახიფათო თუ არის გადაადგილება, არავინ იცის, ტრაილერებს რატომ ატარებენ. ამ დროისთვის იქ გზაც გაწმენდილია. ჩვენი ინფორმაციით, არაფერი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“. დარწმუნებული ვარ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონებიდან ადამიანები მოიყრიან თავს დედაქალაქში. დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მაცხოვრებლების დიდი უმრავლესობა იქნება 9 აპრილის აქციაზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები