„რუსული აგრესიის წარუმატებლობაზე მეტყველებს, რომ უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ“ – ზელენსკი

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, რუსული მხარე უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს რომ ითხოვს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, მათ მარცხს. აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„კრემლში ჰყვებიან, რომ უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს. ასეთი განცხადებების განხილვისთვის ღირს ერთი წუთით შეჩერება. 252 დღის წინ რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რუსული „სპეციალური ოპერაციის“ რვა თვის შემდეგ, კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. საოცარი ცვლილებებია. ეს გვიჩვენებს როგორც რუსული აგრესიის წარუმატებლობას, ასევე იმას, თუ რამდენად ძლიერები ვართ, როცა ერთიანობას ვინარჩუნებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები