დაუმუშავებელი მიწები ჩამორთმევას დაექვემდებარება

საქართველოს ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელებს მიწის დამუშავებას კანონმდებლობით დაავალდებულებს. “მიწის შესახებ ორგანული კანონის” თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ვერ შეიძენენ. გარდა ამისა, კანონი რეგულაციებს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებსაც უწესებს, რომლებიც უკვე ფლობენ საქართველოში სასოფლო-სამეურნო დანიშნულების მიწებს.

როგორც კანონპროექტის ავტორი, ოთარ დანელია განმარტავს, დაახლოებით 45-50 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების მფლობელობაშია. მათ მიწების დამუშავების ვალდებულება ექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო შესაბამის სანქციებს, მათ შორის ექსპროპრიაციის უფლებას გამოიყენებს.

“ჩვენ მათ დავავალდებულებთ, რომ აითვისონ ეს მასივები და დამუშავდეს სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით. ანუ მიზნობრივად გამოიყენონ სავარგულები, რომელთა დიდი ნაწილი დღეს ცდება. იქნება სანქციები, არ გამოვრცხავთ ექსპროპრიციას, თუმცა ეს საკომიტეტო მოსმენის საგანია. ამ ვერსიაში ამას ჩვენ მოვიაზრებთ. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები არ აითვისებენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს არ გამოვრიცხავთ, რომ დავავალდებულოთ გაასხვისონ აღნიშნული კანონის შესაბამისად”, – განმარტა ოთარ დანელიამ.

 

მსგავსი თემები