ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებები იყო

ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლტში აფეთქებები იყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსეთის მიერ დანიშნული ადგილობრივი ადმინისტრაციის განცხადებით, მელიტოპოლის ცენტრში შენობა ნაწილობრივ განადგურდა.

„წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი ადამიანი და დაზიანებულია რამდენიმე შენობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები