რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა

რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა  მშენებელთა ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ მცირეწლოვან ბავშვს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.

მცირეწლოვანი ადგილზე მყოფმა პირებმა საკუთარი ავტომობილით, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმის ინფორმაციით, ის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

მსგავსი თემები