,,პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ უკრაინაში სრულ გამარჯვებას მიაღწევს”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ დროთა განმავლობაში ის უკრაინაში სრულ გამარჯვებას მიაღწევს.

ანალიტიკოსების განცხადებით, ვერც უკრაინამ და ვერც დასავლეთმა რუსეთის პრეზიდენტი ვერ დაარწმუნა, რომ რაიმე უნივერსალური ან კომპრომისული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, პუტინი ისევ კონცენტრირებულია გაჭიანურებული კონფლიქტის გზით თავისი თავდაპირველი მიზნების მიღწევაზე და გამარჯვებაზე – უკრაინაზე საკუთარი ნების ძალით თავზე მოხვევით, ან უკრაინელების ნების გატეხით მას შემდეგ, რაც დასავლეთის მხარდაჭერა ამოიწურება.

 

მსგავსი თემები