„უკრაინა იბრძვის ყველა ერისთვის, რომელსაც რუსული ტირანია ემუქრება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში რუსეთის მორიგ აგრესიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ  ომის დასრულება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა. პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის გააქტიურების საჭიროებაზეც საუბრობს და ყველას მიმართავს, ამ ნაწილში იაქტიუროს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, საინფორმაციო მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც ინფორმაციაზე გავლენა გააჩნია. ეს მხოლოდ ჟურნალისტებს  არ ეხება, ეხება ყველას, ვისაც შეუძლია აგრესიის შესახებ სიმართლის გავრცელება.  უკრაინა იბრძვის თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ყველა ერისთვის, რომელსაც რუსული ტირანია ემუქრება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები