,,მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტის რეზოლუცია სასწრაფოდ შესრულდეს”- ლევან ხაბეიშვილი

პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სასწრაფოდ შესრულდეს.

,,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთ რეზოლუციაში არ ყოფილა მოხსენიებული ქართველი ადამიანი, რომელზეც საუბარია, როგორც პრობლემაზე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის. პირდაპირ წერენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის მოღალატე, შინაარსობრივად ასე გამოიყურება ეს ყველაფერი, ასევე არ ყოფილა ასეთ რეზოლუციაში პირდაპირ სახელი და გვარი ჩაეწეროთ, რომ ადამიანი არის ვენდეტის მსხვერპლი და ეს არის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ვენდეტა რუსი ოლიგარქის მხრიდან, რომელიც კრემლის დავალებით მოქმედებს. ამიტომ, ამაზე მეტს ამ რეზოლუციებში ვერ დაწერენ. ერთადერთი გამოსავალი აქვს ამ შემთხვევაში რუსულ პარტიას, მნიშვნელოვანია, რომ ეს რეზოლუცია სასწრაფოდ შესრულდეს. თუ ისინი ამას არ აკეთებენ, მაშინ ჩვენ ვაკეთებთ მობილიზებას. დღეს წალენჯიხაში ვართ, ხვალ სხვა ქალაქებში ვიქნებით და საბოლო ჯამში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს დედაქალაქში რუს ოლიგარქზე”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ევროპარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს სააკაშვილი ჰუმანიტარული სტატუსით

მსგავსი თემები