,,ნებისმიერ პატიმარს შეუძლია იგივე გაიმეოროს – დაიკლოს წონაში ხელოვნურად, რასაც სააკაშვილი აკეთებს”- ირაკლი კობახიძე

„სტრასბურგმა რომ ასეთი სარჩელი დააკმაყოფილოს, გამოდის, რომ მთელი ევროპის მასშტაბით სასჯელაღსრულების სისტემები ბოლომდე უნდა ჩამოშალოს“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  განაცხადა.

მისი თქმით, ”ნებისმიერ პატიმარს შეუძლია იგივე გაიმეოროს – დაიკლოს წონაში ხელოვნურად, რასაც სააკაშვილი აკეთებს”.

„ერთხელ მაინც თუ დაუშვებს სასამართლო პრეცედენტს, რომ ადამიანი ხელოვნურად იკლებს წონაში და ეს მისი გათავისუფლების საფუძველი ხდება, ვერცერთი ციხე ვეღარ იმუშავებს. ნებისმიერ პატიმარს შეუძლია იგივე გაიმეოროს – დაიკლოს წონაში ხელოვნურად, რასაც სააკაშვილი აკეთებს და ეს თუ მისი გათავისუფლების გარანტია იქნება, ვერცერთი საპატიმრო დაწესებულება ნორმალურ ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს. ვერ ვხედავ ამ საქმის მათთვის სასიკეთოდ დასრულების პერსპექტივას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები