,,ზეზვა და მზია უფრო ევროპელები არიან, ვიდრე კობახიძე და თალაკვაძე”- პაატა მანჯგალაძე

,,ზეზვა და მზია უფრო ევროპელები არიან, ვიდრე კობახიძე და თალაკვაძე,”- ამის შესახებ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც  ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპა მხარს უჭერს საქართველოს.

„ევროპარლამენტის რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპა მხარს უჭერს საქართველოს. კობახიძემ თქვა უზენაესი საბჭო გაგვახსენა ამან საბჭოთა კავშირისო, მეორე სპიკერი თალაკვაძე საუბრობდა ევროპარლამენტმა ევროპას უღალატაო, ძალიან აჭრილი და არეულია მათი სასაუბრო მესიჯბოქსი. არადა ევროპელებს აქვთ მარტივი გზავნილი – თუ გინდათ ევროპა, ისწავლეთ ევროპულად მოქცევა, აი, ამას ითხოვენ, რომ ადამიანი არ იქნას მოკლული საპატიმროში იმის გამო, რომ არ მოსწონს ვიღაცას და ადამიანი, რომელსაც აქვს არაფორმალური გავლენა, იყოს სანქცირებული. რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ვისმენ, ამ განცხადებების შემდეგ, სამწუხაროდ, ზეზვა და მზია უფრო ევროპელი გამოდის ვიდრე კობახიძე და თალაკვაძე. რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომ თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსი – მას ევროპა ისედაც აქვს, თმას მილანში შეიჭრის, კომოს ტბაზე დაისვენებს, ევროპულად იმოსება და ევროპული მანქანით დადის, დოლარები უყვარს და ევროები, რომელსაც ევროპაში ინახავს, მაგრამ საქართველოს მოქალაქემ რა გააკეთოს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ რუსული ჭაობისთვის და სიღარიბისთვის გაიმეტა?!” – განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები