,,რუსეთი 24 თებერვალს მასობრივ შეტევას გეგმავს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ” – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთი 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, მასიურ თავდასხმას გეგმავს. მისი თქმით, უკრაინა მზად არის.

„ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ვფიქრობ, უკვე ვიცით, რა არის თავდასხმები, მას შემდეგ რაც ერთ დღეში 115-120 რაკეტა „მივიღეთ“. ამ დღესაც გავუმკლავდებით. დიახ, რთული იქნება, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერს გადავლახავთ”, – განაცხადა დანილოვმა.

მსგავსი თემები