ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი კიევში ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრი  ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება.

ასევე, მონაწილეობას მიიღებს კიევში ისრაელის საელჩოს ხელახლა გახსნაში, რომელიც სრულად აღადგენს მუშაობას.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჩაში ვიზიტსაც გეგმავს.

“ისრაელი მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს რთულ დროს”, – დაწერა კოენმა ტვიტერზე.

მსგავსი თემები