,,უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინა გაიმარჯვებს”- ლიზ ტრასი

,,ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და უკრაინა გაიმარჯვებს“,”-ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიის დათმობას არანაირი სამშვიდობო შეთანხმება არ უნდა ითვალისწინებდეს.

„უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ მათი უსაფრთხოებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში. პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსია მიმართულია დემოკრატიის დამხობისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევისკენ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

მსგავსი თემები