ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 2 წლის ბავშვი განიკურნა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 17 პაციენტიდან 2 უკვე განიკურნა, მათ შორის არის 2 წლის ბავშვიც. ამის შესახებ დღეს განცხადება კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშავილმა გააკეთა.

“დადასტურებული COVID-19-ის დიაგნოზი აქვს 17 პაციენტს, აქედან 2 არის გამოჯანმრთელებული და ძალიან კარგი ამბავია ეს, იმიტომ რომ გამოჯანმრთელებულია 2 წლის ბავშვი. ერთი ბავშვი დაემატა მაგრამ ეს ჩვენთან არ დადასტურებულა, გადმოყვანილია და ეს არის სვანეთის კლასტერი. დანარჩენი პაციენტებიდან ერთი რჩება საყურადღებო, 8 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას, თუმცა შეიძლება ეს რაოდენობა გაიზარდოს,” – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მსგავსი თემები